temur shengelaia
პირველად ნაგრძნობი ბავშვური ფიქრივით,
ზეცა გულუბრყვილოდ წვეთებად ტიროდა,
ასი წლის მოხუცის ბავშვური ტკივილით,
ვიღაცა ბედშავი შენს სახელს ყვიროდა...

ვცოფდები, სიბრაზე დუელში მამარცხებს,
შენს სახელს რად ყვირის? ვინ არის? რა უნდა?
დამიპყრო ველურის ბუნებამ როდესაც,
სიბრაზის ნასროლი დამბაჩა დადუმდა...

სურათი ვიხილე ისე საოცარი,
გარდაცვლილ სხეულზე რომ გვიკვის უსუდრობა,
შენგან ნატანჯი სული გამპარვია,
ეხლაღა შევატყე სხეულს უსულობა...

გავხდები ბოროტი, ეშმაზე უმეტი,
ვერაგი, უსულო, ურწმუნო დობილი,
გავხდები ფიქრები, პედოფილ ჰუმბერტის,
უმანკო ბიწიერ აღგზნებად ხმობილი...

ბაირონს გავაძრობ პოეტის სუდარას,
და კავკასიონს მთის რიგებს მოვპარავ,
ყურს არ დავუგდებ ეშმაკის მუდარას,
იმ მთების რიგებით შენს სახელს მოვქარგავ...

ოსვალდის სახელით მკვლელობას ჩავიდენ,
ჩეპმენის ნაგანით დავმარხავ გენიას,
ეშმაკის მუდარას მე აღარ გავიგებ,
დავაშრობ ტკივილებს და კალამს მელნიანს...

სიგიჟის ქნარები უკრავენ მელექსეს,
მიწელებს გვაშინებს ახლობა მნათესი,
მიუშვით სოკრატე - მიახრჩოს მელეტე,
აცადეთ პუშკინებს განგმირონ დანტესი...

გავხდები ბოროტი, ეშმაზე უმეტი,
რომ გალაკტიონს ზეცაში შევძახო,
ჩამიწყეთ რიგებად ტყვიები, ცამეტი
მინდა რომ ცამეტჯერ თვითმკვლელად შემრაცხონ...


...

0 კომენტარის დატოვება:

Post a Comment

Powered by Blogger.