temur shengelaia
ფიქალის ფერები გივსებენ მაგ თვალებს,
როდესაც გარშემო ამდენი თეთრია,
ტუჩებს კი სიწითლით პირამდე დამთვრალებს,
ბახუსის საძმოდან გიჟები ეტრფიან...

როდესაც სარკის წინ დაიშლი ნაწნავებს,
მინდა რომ ოთახში ჰაერად მამყოფა,
შენს ტანს კი, ჩამოსხმულს, ქარი რომ აწვალებს,
გულმკერდზე მოვექცე საკინძის გამყოფად...

ეჭვები მახელებს, ნიავი გკოცნის და
მოივლის ძუძუებს - სიმორცხვის დაქალებს,
ეგ მკერდი, გლახუნას რომ კოცნა მომინდა,
გაქალებს, სულელო, საოცრად გაქალებს...

ფრესკისფერ სახებად ინთები ქალწულო,
მინდა რომ ღრუბლების მეუფეს მომენდო,
ღვთიური მასალით უფლისგან დაწნულო,
მაგ ტუჩებს - ბაჯაღლოს, ბადახშად მოვერგო...

მითხარი გამოტყდი ასეთი რა ხარო,
მალმალე ქუთუთოს აშველებ წამწამებს,
ჩემს გვერდით თვალები არასდროს დახარო:
მაწამებს, სულელო, საოცრად მაწამებს...

სიცოცხლე ყველაფერს კადრს მიღმა ინახავს,
მე ისიც კი ვიცი ფირებად რომ იღებს,
თითქოს ეგ თვალები ოდესღაც მინახავს,
გნებდები.. თუ ბოლოს დეჟავიუ მომიღებს...

ფიქალის ფერები გივსებენ მაგ თვალებს,
როდესაც გარშემო ამდენი შავია,
ტუჩებს კი სიწითლით პირამდე დამთვრალებს,
ბახუსის საძმოდან მკოცნელი აკლია... ;)


...

0 კომენტარის დატოვება:

Post a Comment

Powered by Blogger.