ალბათ ღამის თორმეტი საათია, მეზარება საათს შევხედო... ვწევარ საწოლზე... ნათურის შუქი გვერდულად მეცემა სახეზე... ალბათ ვინმემ რომ ზევიდან დამხედოს სახის ნახევარი ბნელში მექნება, მეორე ნახევარს კი შუქი მინათებს.... ისევე როგორც მთვარეს... მაკედონელს ცალი თვალი ლურჯი რომ ჰქონდა და ცალი თაფლისფერი, მეც სულ ვნატრობდი სახის ორი ნაწილი რაღაცით განსხვავებული მქონოდა ერთმანეთისაგან მასავით... მივაღწიე მგონი... ეხლა მთვარესაც ვგავარ და მაკედონელსაც... მაგრამ წამოვდგები და არც მთვარეს ვემსგავსები და აღარც ალექსანდრეს...

ფუჭი ფიქრებით ვირთობ გულს და ეგ მჭირს...



ჩემში ბოროტი ძალა კეთილს ებრძვის... თორმეტი წლის ასაკში დავდიოდი ტაძარში, წრფელი გულით ვლოცულობდი ხატების კუთხესთან...

ნელ–ნელა ლოცვების ხანგრძლივობამ იკლო, ამას მოჰყვა ერთი–ორი ლოცვის უკვე ზეპირად თქმა, შემდეგ ლოცვის თქმა ლოგინთან, რამოდენიმე დრეში ძილი ლოცვის გარეშე და ბოლოს ჩემი ზარმაცობა მრევლის ამპლუაში...



და ასეთი ცხოვრების პულსი სტაბილურად ჯდება რიტმში...



ბოროტების რიტმი დაირღვა თხუთმეტი წლის ასაკში... მეორედ მოსვლაზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ, რამაც სამდღიანი დეპრესია მომიტანა, ისევ დამაწყებინა ლოცვა ხატების კუთხესთან და ტაძარში სიარულსაც კვლავ მიმაჩვია...

თითქოს გამოვფხიზლდი, თითქოს კეთილმა ძალამ ბოროტებას გამომგლიჯა, რომელიც ჩემს სულს იყოფდა წუთისოფელთან...



დრო...



17 წლისამ ზეპირად წავიკითხე ორი ლოცვა და დავწექი... ვფიქრობ... ხვალ კვირაა, მეზარება ტაძარში მისვლა... ან რომ მივიდე სანთელი კი არა "პაკრეშკა" უნდა დავანთო – იქნებ რამე მეშველოს...

რა კარგად ვხუმრობ სხვა რომ გავაცინო მე თავხედი... 17 წლისა ცინიზმს სხვაში ვთესავ და ამით ღმერთს გავანაწყენებ ხოლმე...

12 წლისამ დედაეკლესია თუ მივატოვე, საწლოთან წრფელად ლოცვით თუ ვკმაყოფილდებოდი მხოლოდ და ვწვებოდი, 17 წლის ასაკშიც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ ერთი განსხვავებით... სიტყვა "წრფელად" "ვალდებულების მოხდამ" შეცვალა...



და ასეთი ცხოვრების პულსი მეორედ, უფრო ბოროტად და კვლავ სტაბილურად ჯდება რიტმში...



18 წელი... ეს სრულწლოვნების ასაკია მოკვდავთათვის... ბევრი მოვალეობა რომ გეკისრება ერთი დღის შემდეგ, ჩვენ რომ დაბადების დღეს ვეძახით...

ბოროტების რიტმი კვლავ დაარღვია ერთმა შემთხვევამ...

ადამიანი რომელთანაც ბავშვობაში გულუბრყვილოდ, ბავშვურად, წრფელი გულით მირბენია თამაშის დროს, დიდობაში კი ცუდი სახელის გამო გამილანძღავს, თავს იხრჩობს სარეცხის თოკით... ვინ იფიქრებდა იმ სარეცხის თოკზე მისი სველი ტანსაცმლის გარდა, მისი სიცოცხლეც თუ დაიწრიტებოდა...

შემეცოდა... თან საშინლად შემეცოდა... გულში გავიფიქრე: ჩემთან რომ მოსულიყო და ჩემთვის ეთხოვნა ის ფული რის გამოც თავი მოიკლა, ხომ ვუშოვნიდი და მივცემდი მეთქი... ყველამ ასე იფიქრა ალბათ... არადა სინამდვილეში ჩვენთან რომ მოსულიყო და ეთქვა – ვალი მაქვს, მიშოვნეთ თორემ თუ ვერ გადავიხდი თავს მოვიკლავო, ერთხმად ვუპასუხებდით ალბათ – გაფუჭებული ბავშვი ხარ, რამდენი ვალიღა გაგისტუმრონ მშობელებმა, თავს მოიკლავ კი არა რაც გინდა ის გიქნიაო...

ალბათ თვითონაც მიხვდა ასე რომ ვეტყოდით... ალბათ არ ჰქონდა ჩვენი იმედი... ჩვენ მას იმედი არ დავუტოვეთ ალბათ...

მის თვითმკვლელობაში ჩვენც გვაქვს ბრალი?

რავიცი... ან ვიცი მაგრამ არვიცი...



კვლავ დავიწყე ლოცვაზე ფიქრი... ეკლესიაშიც მივედი... ცოტა ხანში მამა ღვთისოს გადავაბრალე ყველაფერი და აღარც მივსულვარ იქ მეორედ... არადა რამდენჯერ მიჩხუბია სხვისთვის მამაოს ნუ აბრალებთ მეთქი რაღაცეებს... აბელის მოკვლისთვის კაენს ვეჩხუბე და 18 წლისამ თავად მოვკალი აბელი...



ალბათ ღამის თორმეტი საათია, მეზარება საათს შევხედო... ვწევარ საწოლზე... ნათურის შუქი გვერდულად მეცემა სახეზე... ალბათ ვინმემ რომ ზევიდან დამხედოს სახის ნახევარი ბნელში მექნება, მეორე ნახევარს კი შუქი მინათებს.... ისევე როგორც მთვარეს... მაკედონელს ცალი თვალი ლურჯი რომ ჰქონდა და ცალი თაფლისფერი, მეც სულ ვნატრობდი სახის ორი ნაწილი რაღაცით განსხვავებული მქონოდა ერთმანეთისაგან მასავით... მივაღწიე მგონი... ეხლა მთვარესაც ვგავარ და მაკედონელსაც... მაგრამ წამოვდგები და არც მთვარეს ვემსგავსები და აღარც ალექსანდრეს...

ფუჭი ფიქრებით ვირთობ გულს და ეგ მჭირს...

18 წლის ვარ... მარტო ვარ... ვწევარ... საშინელი სისწრაფით ჭაღი ვარდება და ძირს ეცემა... ნამსხვრევები ოთახში იფანტება... წამოვიწიე საწოლიდან გულგახეთქილმა... წვალებით შევაგროვე ნამსხვრევები და ნაგავში ჩავყარე... მეც დავუბრუნდი ადგილს და ცოცხიც...

ახალი ფიქრი მომადგა ჯიქურ... ფიქრი მომადგა შინაარსით ორჯერ ნაცადი... ფიქრი მომადგა მესამეჯერ და ვინ იცის იქნებ ბოლოჯერ... იქნებ ჭაღის ჩამოვარდნაც ამას მაფრთხილებს...?

არ ვიცი... ან ვიცი მაგრამ არ ვიცი...

ფიქრმა ისე როგორც არასდროს კითხვის ნიშანი ჩამარჭო გულში... კითხვის ნიშანს თვალი გავაყოლე და კითხვა შევიცანი...

ნეტავ რომელზე იწყება ხვალ წირვა ტაძარში...???



ადამიანის ცხოვრებაში კეთილი ბოროტს ებრძვის...

თუ ბოროტი წონის ღმერთი ყოველთის ისეთ შემთვევას მოგვივლენს, საგონებელში ვვარდებით და თავად მივცუნცულებთ ეკლესიაში...

ცოტა ხანში კვლავ ვივიწყებთ ღმერთს, როცა ემოციები ქრება...

კვლავ მოგვივლენს უფალი გამოსაფხიზლებელ შემთხვევას და ასე გრძელდება ვინ იცის სადამდე...

ეს პროცესი დღე–ღამის მონაცვლეობას ჰგავს... "დაგვეძინება"?

დილა დგება და ღმერთი გვაფხიზლებს...



ჩვენ ვივიყებთ ღმერთს და არა ღმერთი ჩვენ...!!!



ჩვენ ვგმობთ ღმერთს და კიდევ სასწაულებს ველოდებით მისგან...!!!



მიჩვეულები ვართ რომ დაღამდება უეჭველი უნდა გათენდეს... ერთხეაც იქნება და აღარ გათენდება...!

როდემდე გაგრძელდება ასე???

რა ვიცი... ან ვიცი მაგრამ არ ვიცი...


...

1 კომენტარის დატოვება:

Harrah's Cherokee Casino & Hotel - Dr. Maryland
Cherokee 부산광역 출장안마 Casino & Hotel 제주도 출장샵 is just minutes from Harrah's 밀양 출장안마 Cherokee Casino & Hotel, and just a few miles from 천안 출장안마 Atlanta. The 용인 출장샵 closest airport is Hanover,

Post a Comment

Powered by Blogger.