Temur Shengelaia
გამთენიისას კიბეზე ვზივარ,
ჩემს გულისწადილს აისში ვპოვებ,
ფიქრებით ახლა წარსულში ვქრივარ
და გული მწყდება - ბავშვობას ვტოვებ...

ძნელია როცა აღარ ხარ ბავშვი,
დედი ხელებში ფერებით მზრდიდი,
მალე 19 წელს გულიდან წავშლი
და სამუდამოდ ვიქნები დიდი..

ძნელია ვიცი, დედიკო გიჭირს
დედი ცრემლებით იკრებდი ძალებს,
იბადებოდა პატარა ბიჭი
და სამყაროში ახელდა თვალებს...

გამოიცალა თასი და ბოცა,
დამლოცეს ჩვილი - წყლის ერთი ნაყვა,
ჩხავილი მაშინ შევწყვიტე როცა,
დედიკოს თბილი თითები დამყვა..

რძეს ვწრუპავ და თან ვიზრდები ძილით,
აგერ ჩემს თავსაც ართმევენ მედდას
და აი ვიღაც მაღვიძებს დილით,
უკვე სკოლაში მივყავარ დედას..

გამთენიაა ღამის იერით,
უკვე ფიქრებით მოვვლე ყოველი,
დამეთანხმება ყველა ხნიერი,
წამი რომ არის წუთისოფელი...

მამიკოს მკერდზე კითხვაში უძლურს,
ძალმიძს მოსმენა - ძილის მწირველად,
მე საიდუმლოს ვეცნობი კუნძულს
და ჟიულ ვერნსაც ვიცნობ პირველად...

მე გული მწყდება, ბავშვობას ვტოვებ,
არ ვიცი ალბათ ვიტირო უნდა,
უხალისობა იქნება ვგონებ
საფიქრალი გაქ როდესაც მუდამ...

ძნელია როცა აღარ ხარ ბავშვი,
დედი ხელებში ფერებით მზრდიდი,
მალე 19 წელს გულიდან წავშლი
და სამუდამოდ ვიქნები დიდი...

ზეცაში ალბათ გაიხსნა ფარდა,
ბახუსში ნაცნობ მეგობარს ვპოვებ,
იცინეთ ყველამ, ყველამ ჩემს გარდა:
მე დღეს ბავშვობას... ბავშვობას ვტოვებ...!!!


...

0 კომენტარის დატოვება:

Post a Comment

Powered by Blogger.